რუსთავში, აზოტის ქარხნის თანამშრომელმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საწარმოო ტრავმა მიიღო. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი მეტალს ჩარხავდა, რა დროსაც ხელი აუცურდა, მეტალი ინერციით მოხვდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
ახალგაზრდა , სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა.
"ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა დავით გოგოძემ განუცხადა, რომ - "ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. რაც პირველადი გასინჯვებით ჩანს მარჯვენა ხელის ღია მოტეხილობაა, არის მარცხენა მხრის, თავის ტრავმა. მიმდინარეობს პირველადი დახმარება და ამავდროულად კვლევები. ამჟამად მდგომარეობა სერიოზულია, შოკი არის გამოხატული ტრავმული და შოკური მკურნალობა უკვე მიმდინარეობს."