6 თებერვალს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-02-05 18:00:21

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 6 თებერვალს 12:00-დან 14:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის რაიონის სოფლებში ნახიდური, ქოლაგირი, თამარისი, არქევანი, დიოკნისი, ფარიზი, ბალახაური და მიმდებარე სოფელბში,

12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს მანგლისში,

12:30-დან 18:30 საათამდე  მარნეულის რაიონის სოფლებში შულავერი, ბუდიონოვკა, ნახალოვკა, ფოში და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.