"მითხრა ჯვარს ემთხვიეო" [video]

2019-02-08 00:43:11

ინციდენტი რუსთავში. [ვიდეო/video]

რელიგიური ნიშნით დაპირისპერება რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შელაპარაკება მამაკაცსა და იეჰოვას მოწმეებს შორის მოხდა. მამაკაცმა, რომელიც აცხადებდა, რომ სასულიერო პირი იყო ორ ქალაბატონს შეურაცხყოფა მიაყენა, კამათის დროს კი ჯვარზე მთხვევას სთხოვდა, რაზეც მათგან უარი მიიღო. იეჰოვას მოწმეებმა პოლიცია გამოიძახეს.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარე გამოძიება სსკ-155 მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს."