რუსთავში გზებს ხაზავენ

2019-02-07 10:32:12

რუსთავში, ორფეროვან ქვეითთა გადასასვლელებს ხაზავენ.

ცნობილია, რომ მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდა რუსთავში, რეალურ გარემოსთან შესაბამის ვითარებაში უნდა ჩატარდეს. ამ მიზნით უკვე განსაზღვრულია იმ მისამართების ნუსხა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს-დაიხაზოს გზები და განთავსდეს სპეციალური საგზაო ნიშნები.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაიწყო.

ამ ეტაპზე, სამუშაოები შარტავას, თბილისის და მეგობრობის ქუჩებზე მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში იხაზება თბილისის ქუჩისა და მეგობრობის გამზირის დამაკავშირებელი გზებიც.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაიხაზება 50-მდე ორფეროვანი ქვეითთა გადასასვლელი, შუა გამყოფი ზოლები, ავტობუსის გაჩერებები, სტოპ ზოლი და ისრები.

სამუშაოებს შპს "გზაჯვარედინი" ასრულებს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ 1 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

"გზები ორ კომპონენტიანი ცივი პლასტით იხაზება, რომელსაც სამწლიანი გარანტია აქვს და ზემოდან ეყრება შუქამრეკლი ბურთულა ღამე, რომ ხილვადობა ჰქონდეს" - განაცხადა კომპანია "გზაჯვარედინის" წარმომადგენელმა ინფო რუსთავთან.