"ვარ კმაყოფილი იმ სტარტით, რომელითაც 2019 წელი დავიწყეთ"

2019-02-05 14:26:04

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. სხდომაზე განხილულ იქნა ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის და "სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის" დასახელებაში არსებული ცვლილებები.

"რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებში გარკვეული კორექტირებები შევიდა. ვარ კმაყოფილი იმ სტარტით, რომელიც 2019 წელს დავიწყეთ. ჩვენ პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პროექტზე გამოვაცხადეთ ტენდერი. მთავარია ამ ეტაპზე გამოჩნდნენ გამარჯვებულები და გაფორმდეს მათთან ხელშეკრულებები. არის მუნიციპალიტეტები, სადაც 100 % უკვე შესრულებულია ვალდებულებები პროექტების გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჯამში პროექტებისთვის გამოყოფილია 65 000 000 ლარი. ჩვენ გვექნება ამბიცია, რომ მოვითხოვოთ დამატებითი თანხები", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა.