რომელ მისამართებზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები

2019-02-05 13:54:09

რუსთავში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე რუსთავში 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

დეპუტატებს საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტაბაღუამ მიაწოდა.

4 ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართებზე:

გოგებაშვილის ქუჩისა და მისი მიმდებარე ეზოების(გოგებაშვილის #3, 5, 7; ოდიშარიას #30: მშენებელთა #22, 24, 26: ბოსტანქალაქის #17, 19, 21) ბეტონის საფარის რეაბილიტაცია.

ჭყონდიდელის დასახლებაში გზების, ტროტუარების ეზოებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია.

მე-18 და მე-19 მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზების მოწყობა.

#27 ბაღის შენობის გამაგრება-გაძლიერება.

აღნიშნული პროექტები 1 მლნ 264 ათას 255 ლარის ღირებულებისაა.