ბავშვები შესაძლოა სადილის გარეშე დარჩნენ

2019-02-05 10:46:29

რუსთავის #36 და #37 ბაღს წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს.

წყლის მიწოდების შეზღუდვის გამო ბაღებში პრობლემები შეიქმნა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "წყლის მიწოდება უნდა ღდგენილიყო დილის 7 საათზე თუმცა ამ დრომდე ბაღებს წყალი არ მიეწოდებათ. გვითხრეს რომ 11 საათისთვის მოვა, თუმცა თუ კიდევ ვერ მოხერხდა წყალმომარაგება მაშინ ვთხოვთ მშობლებს რომ ბავშვები გაიყვანონ ბაღიდან ვინაიდან ვერ შევძლებთ ბავშვებისთვის საჭმელის მომზადებას. ამის შესახებ მშობლები უკვე ინფორმირებულები არიან".