ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა

2019-02-04 22:58:23

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.

ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.