აშენდება თუ არა რუსთავში ინდუსტრიული ჰაბი

2019-02-05 00:04:21

20 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობა იგეგმება, "ინფო რუსთავი" დაინტერესდა რა ვიტარებაა ამ დროისთვის.

"პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ რეჯიმში მიმდინარეობს. საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელს უკვე 30-მდე კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება დადებული. ძალიან მალე იქნება ცნობილი რამდენი ობიექტი აშენდება, რამდენი ადამიანი დასაქმდება და რამდენი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ქალაქის მშენებლობას 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა. პრეზენტაციის წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.