ვინ მიიღებს ბინას სოციალურ საცხოვრისში

2019-02-04 17:02:41

საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით განხილულ იქნა საკითხი მე-11 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიორიაზე არსებულ დროებით საცხოვრისში გასაცემი ფართებისთვის კონკრეტული კრიტერიუმის ოჯახების განსაზღრული რაოდენობის დადგენის შესახებ.

"დიდი ხანია ამ საკითხზე მიდის მსჯელობა. 1995 წლის მერე ქვეყანაში ფიქსირდება შიდა მიგრიაცია, ამიტომ ათვლის წერტილად ავიღეთ სწორედ ეს თარიღი და აქედან გამომდინარე განისაზღვრა მთავარ ფაქტორად რუსთავში ცხოვრების  20 წლიანი პერიოდი. 52 ოჯახი დაკმაყოფილდება სოციალური საცხოვრისით, ეს არ ნიშნავს იმას რომ მხოლოდ ამით დამთავრდება საცხოვრისების გადაცემის პროცესი. მიმდინარეობს სხვა ფართების და საცხოვრისების მოძიება. მაქსიმალურად უნდა იყოს ყველა ბენეფიციარი ინფორმირებული იმ კრიტეტერიუმებთან დაკავშირებით რომლითაც მოხდება საცხოვრისით დაკმაყოფილება"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისისს თავჯდმომარემ დავით იშხნელმა.

"უბინაობის პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს რუსთავში. ცუდია ის, რომ მხოლოდ 52 ოჯახს ვთავაზობთ ამ ეტაპზე საცხოვრისით დაკმაყოფილებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს პროექტი იყოს გრძელვადიანი. დღეის მონაცმებით დაახლოებით 3000-მდე ოჯახი არსებობს ქალაქში, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრისი. შენიშვნები გვქონდა ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით,  ყველა ადამიანი უნდა გვყავდეს აღრიცხული", - განაცხადა  რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ ალეკო ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობის გარდა რუსთავში ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი იქნება (20 წელი). ოჯახი, რომელიც რუსთავის მერიისგან სოციალურ საცხოვრებელ სახლში 30 კვ.მ. ფართს მიიღებს, სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 150 000-ზე ნაკლები, ასევე ქონება არ უნდა უფიქსირდებოდეს ოჯახის რომელიმე წევრს სხვა რეგიონში.

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარის განცხადებით კრიტერიუმებში შედის ასევე მრავალშვილიანობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოლა ოჯახში, ასევე კრიტერიუმების მიხედვით უპირატესობა ენიჭებათ ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულებს, პენსიონერებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულებს.