თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
კამათი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს დაიწყო რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.
მანდატურმა 112-ში დარეკა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, "ერთი მოსწავლე მეორეს გაეხუმრა, ხუმრობა მიუღებელი აღმოჩნდა მეორე მოსწავლისთვის რის გამოც წაკამათდნენ", - აცხადებს დირექტორის მოადგილე მადონა ბაღდავაძე.
მოსწავლეებმა ერთმანეთს დაზიანება სახის არეში მიაყენეს, მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
ფოტო: ნინო სტურუა