სხვა რუსთავი - მიტოვებული შენობები (ვიდეო).

2017-02-25 22:39:57

ქალაქი რუსთავი 1948 წელს დაარსდა და მისი ტერიტორია 60 კვ.კმ-ს შეადგენს. რუსთავი ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს სამრეწველო ქალაქს წარმოადგენს. წლების განმავლობაში რუსთავი ვითარდებოდა და ახალი ნაგებობები შენდებოდა. დღესდღეობით ქალაქში მიტოვებულ ტერიტორიებსა და შენობებსაც შეხვდებით. „ინფო რუსთავი“ ქალაქში არსებულ რამდენიმე მიტოვებულ ობიექტს  წარმოგიდგენთ.

ქალაქის წარსულში სარკინიგზო მიმოსვლა მეტად განვითარებული იყო, ვიდრე დღეს, შესაბამისად, რუსთავში რკინიგზის სადგური ფუნქციონირებდა. დღესდღეობით შენობა ნაწილობრივ დანგრეულია და ანტისანიტარიით გამოირჩევა.

დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „თბილისის“ ყოფილი შენობა  წლების წინ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროს წარმოადგენდა, პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემდეგ სასტუმრო გაუქმდა, დღეს კი მისი ნანგრევებია დარჩენილი, დღესდღეობით ავარიულ შენობას თავს უსახლკარო პირებიც აფარებენ.

საბჭოთა პერიოდის გამორჩეული საბავშვო გასართობი საბავშვო მატარებელი იყო, რომელიც ახლა გვირაბში ყველასგან მიტოვებულია. ამჟამად ადგილზე გაძარცულ ვაგონებსა და ნახევრად დანგრეულ სადგურს  შეხვდებით.

მე-18 მიკრორაიონში მდებარე ცხრასართულიანი ბინა, 1990-იანი წლების ბოლოს აშენდა, თუმცა სამუშაოები გაურკვეველი მიზეზით ბოლომდე არ დასრულებულა, ამიტომ ე.წ. „შავი კარკასის“ მქონე , მაგრამ ცარიელი კორპუსი უკვე წლებია, რაც აღნიშნულ მიკრორაიონშია ადგილობრივი მოსახლეობა  მას „არაშენდასაც“ უწოდებს.

რამდენად წარმოადგენს საფრთხეს აღნიშნული შენობები, რატომ დაკარგეს მათ პირვანდელი ფუნქციები, მოსალოდნელია თუ არა მათი დემონტაჟი ან რეაბილიტაცია ამ დროისთვის უცნობია.