ხანძარი ზედამხედველობის სამსახურში [photo]

2019-02-04 10:48:58

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

არსებული ინფორმაციით ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.