შეჯიბრი კარტინგში

2019-02-03 18:21:21

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის კარტინგის ახლადგახსნილ ტრეკზე საერთაშორისო შეჯიბრება კარტინგში RIKS-2019 ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა  სხვადასხვა ქვეყნის მრბოლელმა მიიღეს.

"შეჯიბრში თხუთმეტმა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სახელით 10-12 წლის მრბოლელმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ ბავშვებს წარმატებული რბოლა ჰქონდათ. მრავალი წლის შემდეგ პირველად ტარდება პროფესიულ დონეზე მსავსი შეჯიბრი. განახლებულია და დახაზულია ტრასა. რბოლაში 5-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას", - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.

ქართველმა პილოტები პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ, გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.