"არ მინდა ვიყო შემდეგი"

2019-02-03 17:52:16

აქციას "არ მინდა ვიყო შემდეგი" რუსთაველი ველომოყვარულები შეუერთდნენ.

ველომოყვარულებმა გურამ ინაკავაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ველოსიპედის ძეგლიდან დიღმის გზატკეცილამდე მსვლელობა გამართეს და ძეგლთან თეთრი ველოსიპედი დადგეს.

ველომოყვარულების მთავარი მოთხოვნა მძღოლების მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენა და გადადგილებისთვის ბევრად მეტი უსაფრთხო სივრცის გამოყოფა იყო.

აქციაში 120-მდე ველომოყვარული მონაწილეობდა, მათ შორის 10-მდე რუსთაველი იყო.