პოლიციამ რუსთავში 1 პირი დააკავა

2019-02-03 15:52:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის რუსთავის მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.