რკინიგზის სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2019-02-03 23:48:10

რუსთავის რკინიგზის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პირველ ეტაპზე იგეგმება მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის რეაბილიტაცია. განახლდება სველი წერტილები, შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით და ამუშავდება სალარო.

"მომზადებულია პროექტი, ხარჯთაღრიცხვა. დაიწყება სამუშაოები, მოწესრიგდება გარე ფასადი. ჩვენი მთავარი მიზანი არის მგზავრებისთვის შესაბამისი პირობების და კომფორტის შექმნა. შენობას თავისი ფუნქცია დაუბრუნდება. მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე არ არის ამხელა ტერიტორია მხოლოდ  რკინიგზისთვის საჭირო. შესაძლოა ფართის ნაწილის  სხვის მფლობელობაში გადაცემა და ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტების გაჩენა"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის რკინიგზის მმართველი კომპანიის ხელძღვანელმა კობა ლაცაბიძემ.