სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა

2019-02-03 13:52:44

რუსთავში, ქუჩიშვილისა და მოდებაძის ქუჩაზე გარე განათების ქსელის განვითარების სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნულ მისამართებზე გარე-განათების საყრდენი ბოძები და სანათი წერტილები დამონტაჟდა.

ჩატარებული სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრის დირექტორმა გიორგი გოროზიამ დაათვალიერა.

რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, ქუჩიშვილის ქუჩაზე, გარე განათების დაყენების თხოვნით, სამსახურს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.