რუსთავში ციხე აშენდება

2019-02-01 12:41:10

რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება აშენდება. ამის შესახებ ინფორმაცია ინფო რუსთავს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

კომპლექსური საპატიმრო დაწესებულება ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

ამ ეტაპზე ადგილს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან წმენდენ. კომპლექსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ პატიმარზე იქნება გათვლილი დაწესებულება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულება 4 სართულიანი იქნება, დაწესებულებას ექნება ეზო სადაც განთავსდება სპორტული მოედანი, ტერიტორიაზე ცალკე შენობაც აშენდებაც რომელიც ციხის ადმინისტრაციისთვის იქნება განკუთვნილი. შენობას 6 მეტრის სიმაღლის ღომე ექნება გარშემორტყმული.