ინციდენტი რუსთავში [video]

2019-02-03 00:04:31

ინციდენტი, რუსთავში, XVI მიკრორაიონში. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქუჩაში მამაკაცმა ერთერთ პირს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სექსუალური ორიენტაციის გამო მიაყენა. [ვიდეო/video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 1 პირი - ა.ჯ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა გ.ლ.-მ, მიმდინარე წლის 1 თებერვალს რუსთავში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ.გ.-ს.

გამოძიება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ანალოგიური ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოსთანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1 პირი - გ.ვ. დააკავეს.