მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-02-02 19:53:56

3 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან - ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 თებერვალი +10°C, 4 თებერვალი +11°C, 5 თებერვალი +10°C, 6 თებერვალი +12°C.