რუსთავში მგზავრებს ითვლიან

2019-02-02 11:58:45

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრების დათვლა მიმდინარეობს.

ტრანსპორტის კომისიის წარმომადგენლები, მძღოლები და სამოქალაქო აქტივისტებები დილის 6 საათიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს ქალაქის შემოსასვლელში აჩერებენ და მგზავრთა რაოდენობას ამოწმებენ, კიდევ ერთი ადგილი სადაც მგზავრთა დათვლა მიმდინარეობს რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა. როგორც ტრანსპორტის კომისიის წარმომადგენლები ამბობენ, მათ აინტერესებთ თუ რამდენი ადამიანი მოძრაობს რუსთავი-თბილისის მიმართულებით არასამუშაო დღეს.

მათივე ინფორმაციით პროცესი დღეს დასრულდება და სავარაუდოდ ორშაბათს უკვე ცნობილი იქნება ტრანსპორტის კომისიის მუშაობის შედეგი, მძღოლების ინფორმაციით, ისინი კომისიის მუშაოების დასრულებას ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მათი გეგმის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, 4 თებერვალს უკვე ცნობილი უნდა იყოს თუ რა ეღირება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა. რეალური ფასი ტრანსპორტის შემსწავლელმა კომისიამ უნდა დაადგინოს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას სავარაუდოდ ორშაბათამდე დაასრულებს.