4 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-02-01 17:59:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 4 თებერვალს  11:00-დან 14:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარედ,

11:00-დან 19:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, საფარლო, გუგუთი, კამიშლო და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში შაუმიანი, ხიხანი და მიმდებარედ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.