რუსთაველების უსაფრთხოება

2019-02-03 10:29:38

2 თვის განმავლობაში, 2018 წლის პირველი დეკემბრიდან 2019 წლის პირველ თებერვლამდე, რუსთავში 5 133 აბონენტი შემოწმნდა, აქედან 2 899 აბონენტს თვითნებურად ჰქონდა დანადგარი დამონტაჟებული, რითაც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეზობლებსაც. ყველა ასეთი დანადგარი ჩაიხსნა და დაილუქა, - ამის შესახებ ინფო რუსთავს სოკარ ჯორჯია გაზის რუსთავის ოფისში განუცხადეს.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, სპეციალისტები ყველა ბინაში შევლენ და იქ არსებულ პირობებს შეამოწმებენ თუ როგორ არის დანადგარები განთავსებული.

ინფო რუსთავი ასევე დაიტერესდა იგეგმება თუ არა ხელახლა იმ აბონენტების შემოწმება ვისაც თვითნებურად დამონტაჟებული დანადგარები ჩაუხსნეს.  როგორც კომპანიაში ინფო რუსთავს განუცხადეს, ასეთი აბონენტების გადამოწმება პერიოდულად მოხდება.