რუსთავში ლიანდაგის რელსები მოიპარეს [photo]

2019-02-01 16:55:45

რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებელი დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, უფრო კონკრეტულად კი საბავშვო რკინიგზის ტერიტორიაზე ლიანდაგის რელსები მოიპარეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ 40 წლამდე მამაკაცი დააკავა. შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.​

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.