თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაცვლილი 7 მამაკაციდან 2 რუსთავში ცხოვრობდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამა-შვილი, 54 წლის ბათო სუთიძე და 29 წლის დათო სუთიძე წარმოშობით თერჯოლიდან იყვნენ, თუმცა უკვე წლებია რუსთავში ცხოვრობდნენ. დათო სუთიძე დაოჯახებული არ ყოფილა, ის დედისერთა იყო და მამასთან ერთად სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა.
შეგახსენებთ რომ დაკეტილ ბინაში დღეს დილით 7 გარდაცვლილი ნახეს: ძმები - 32 წლის ვახტანგ ყაზაშვილი და 39 წლის ჯონდო ყაზაშვილი, 28 წლის ნიკა კაპანაძე, 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე, 20 წლის ლაშა კობახიძე, მამა-შვილი: 53 წლის ბათუ სუთიძე და 29 წლის დათო სუთიძე.