რუსთავში ბინა გაქურდეს [video]

2019-01-31 17:12:24

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს.

როგორც ბინის მფლობელმა ინფო რუსთავს განუცხადა წაღებულია ოქროს ნივთები და ფული. მისივე ინფორმაციით,  სახლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გასულები, უკან დაბრუნებულებს კი კარი ღია დახვდათ.

ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.