რუსთავში, კიკვიძის ქუჩაზე ავტო სამრეცხაო გაქურდეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტო სამრეცხაოდან წაღებულია კომპიუტერი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.