გაზის ტარიფი 1 მარტიდან ძვირდება

2019-01-31 22:05:24

2019 წლის შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 95 თეთრი იქნება.

"სოკარ ჯორჯია გაზის" ახალი ტარიფი ძალაში მიმდინარე წლის 1 მარტიდან შევა. სპეციალური განცხადება კომპანიამ უკვე გაავრცელა.

"ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ 1 მარტიდან. შპს "სოკრა ჯორჯია გაზი" წლების განმავლობაში ახორციელებს  ბუნებრივი  გაზის  მიწოდებისა  და  განაწილების საქმიანობას  საქართველოს  მასშტაბით.  დღემდე  კომპანიის  მიერ  რეგიონების   გაზიფიცირებისა  და  გაზმომარაგების  ინფრასტრუქტურის განვითარების  მიზნით  ინვესტირებულია  300 მლნ აშშ  დოლარზე  მეტი,  რის შედეგადაც    დამატებით  ასეულობით   ათას ოჯახსა  და კომერციულ ობიექტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლობლობა მიეცათ.",- ნათქვამია განცხადებაში.

შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" გადაწყვეტილებას რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი უარყოფთიად აფასებს.

დღეისათვის მოქმედი 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულია შესაბამისი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაში, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს.

მოცემულ შემთხვევაში, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადება არ არის საკმარისად არგუმენტირებული და მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა არ იწვევს ნდობას. აღსანიშნავია, რომ სოკარ ჯორჯია გაზი ემსახურება საქართველოს რეგიონებს, სადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს წარმოადგენს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მომხმარებელიც აგრეთვე არის შედარებით დაბალანაზღაურებადი კონტიგენტი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება რეგიონულ ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე.

მიგვაჩნია, რომ გაზის მიწოდების საქმინობა სრულად უნდა იყოს რეგულირებადი და ტარიფებუის დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ, მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით"- ნათქვამის ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.