რუსთავში პოლიციამ 1 პირი დააკავა

2019-01-31 10:46:00

რუსთავში პოლიციამ 1 პირი დააკავა.

მამაკაცის დაკავება ცხელ კვალზე მოხერხდა. არსებული ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცი გუშინ, საღამოს მაღაზიაში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით 300 ლარი გაიტაცა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.