მედალი 78 კურსდამთავრებულს გადაეცა

2019-01-30 17:27:31

რუსთავის #4 საჯარო სკოლაში, რუსთავის სკოლების 2016-2017 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

წარმატებული მოსწავლეები რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ დააჯილდოეს.

დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ რუსთავის სკოლების დირექტორები.

2016-2017 სასწავლო წლის რუსთაველმა კურსდამთავრებულებმა ჯამში 78 მედალი მიიღეს, აქედან 57 ოქროს, ხოლო 21 ვერცხლის მედალია.