გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭის უბანი, სამტრედო, მწყნეთი, მუხრანა, ჭრეში და მიმდებარე სოფლებში,
15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, ქაშაკაშვილის, ბათუმის, ჯავახიშვილის, მეტალურგების და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.