ძლიერი დაკვამლიანება საცხოვრებელ ბინაში

2019-01-30 13:16:43

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახური კორპუსის მცხოვრებლებმა ერთ-ერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანების შემჩნევის შემდეგ გამოიძახეს.

როგორც მეზობლები ყვებიან, ბინა დაკეტილია და მეპატრონე სახლში არ იმყოფება.

ამ წუთებში ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟია მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ბინაში შესვლას ცდილობენ.