ბოლო 10 დღის მანძილზე "ინფო რუსთავს" რამდენიმე მძღოლმა მიმართა და გახშირებულ ჯარიმებზე განუცხადა. მძღოლების თქმით პატრულის მხრიდან ისინი უარგუმენტოდ და უსაფუძვლოდ ჯარიმდებიან, ძირითადად მათ საჯარიმო ქვითარს უწერენ არასწორი პარკირებისთვის, რის გამოც მოძრაობა იქნა შეფერხებული. ჯარიმის ოდენობა ხშირ შემთხვევაში 10 ლარია, თუმცა მძღოლების დიდი ნაწილი აღნიშნავს რომ უკვე წლებია ამ ადგილებზე აპარკინგებენ ავტომობილებს, ტერიტორიაზე არ არის საგზაო ნიშანი და გაუგებარია რატომ ჯარიმდებიან. პრეტენზიებს ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლები გამოთქვამენ. "ინფო რუსთავი" შსს-ს დაუკავშირდა სადაც განუცხადეს რომ - "პატრულის თანამშრომლები აჯარიმებენ მხოლოდ დამრღვევებს, სიტუაცია არ გამკაცრებულა და საპატრულო პოლიცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს".