რუსთავში სანიაღვრე არხები იწმინდება

2019-01-29 14:00:56

რუსთავში, ღია სანიაღვრე არხები იწმინდება.

სამუშაოები ამ ეტაპზე იაღლუჯის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

პროცესს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ,"რუსთავსერვის ცენტრის" დირექტორი გიორგი გოროზია. აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება და ყველა წყალგამტარი არხი გაიწმინდება.

ქსელის გაწმენდა უხვი ნალექის პირობებში წყლის თავისუფლად გატარებას ხელს შეუწყობს.

სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები აწარმოებენ.