ავარია მსხვერპლით დასრულდა [photo]

2019-01-29 11:25:12

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე.

არსებული ინფგორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 65 წლის მამაკაცს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჯები.

ავარიის დროს მიღებული ტრამვების შედეგად ველოსიპედისტი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.