სანაპიროს ქუჩაზე ტროტუარს გააკეთებენ.

2017-02-24 15:48:10

სანაპიროს ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ტროტუარს მოაწყობენ. მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩამონათვალში ტროტუარის გაკეთებაც მოხვდა, ფეხითმოსიარულეებისათვის სავალი ბილიკის მოსაწყობად 165 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია დაახლოებით 2 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა მაშინ ტროტუარის მოწყობა არ მომხდარა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფეხით სწორედ საავტომობილო გზაზე გადაადგილდება. სანაპიროს ქუჩა სატვირთო ავტომობილებისთვის ერთადერთი გზაა რომ ქალაქი გადაკვეთონ, ტროტუარის არ არსებობის შემთხვევაში კი ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხე ემუქრება. ტროტუარის მოწყობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს, საკითხი აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა რაც ახალი უნივერსიტეტი გაიხსნა.