რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლსა და ფეხით მოსიარულეს შორის დაპირისპირება მოხდა. სავარაუდოდ, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა.
როგორც ავტომობილის მძღოლი აცხადებდა ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ახალგაზრდა გოგოს სამედიცინო შემოწმება მოითხოვა, ქვეითად მოსიარულემ კი უარი თქვა ადგილზე სამედიცინო მომსახურების გაწევაზე.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟთან ერთად მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარე პერიმეტრზე განთავსებული კამერებიდან ჩანაწერების ამოღება მოხდება და ამის შემდეგ მიეცემა საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია.