გარე განათების სისტემის განახლება

2019-01-24 13:42:56

რუსთავში გარე განათების სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ძველი, დაზიანებული სანათი წერტილები ახლით იცვლება.

ამორტიზებული სანათები დღეს კოსტავას ქუჩის 26 ნომერი ბინის ეზოში, დიოდური სანათებით შეიცვალა. სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, გარე განათების ქსელის განახლება, ეტაპობრივად რუსთავის სხვადასხვა უბანში მოხდება.

გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა "რუსთავსერვის ცენტრის" საქმიანობის ერთი-ერთი ძირითადი მიმართულებაა.