აირსოფტის პოლიგონი რუსთავში აშენდება

2019-01-26 00:44:27

საქართველოში პირველ აირსოფტის პროფესიონალური პოლიგონი რუსთავში გაკეთდება.

პოლიგონი მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, ე.წ. "კუკუშკას" ტერიტორიაზე განთავსდება.

როექტი ხორციელდება "აირსოფტის ეროვნული ფედერაციის" მიერ, მათ უკვე მიიღეს 1 წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 ან 3 პოლიგონის მოწყობა. არსებული ტერიტორის განახლება და მოწესრიგება.

როგორც ჩვენთან საუბრისას "აირსოფტის ეროვნული ფედერაციის" წარმომადგენელმა განაცხადა - "სამუშაოები 2 თვის ვადაში დასრულდება, პროექტი უკვე წარდგენილია მერიაში, თანამშრომლობა უკვე დაწყებულია."

როექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სკოლებსა და ახალგაზრდებს შორის, სპორტულ-პატრიოტული თამაშების ჩატარება.

"აირსოფტის ეროვნული ფედერაცია" პოლიგონის მოსაწყობათ 30 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.