"არის რამდენიმე ინვესტორი"

2019-01-21 18:22:54

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - შპს "საფეხბურთო კლუბ რუსთავის" საპრივატიზებო და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების ნუსხაში ჩასმის საკითხის განხილვაც.

როგორც მომხსენებელმა, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, პაატა პაპელიშვილმა განმარტა, კლუბის შეძენის სურვილი რამდენიმე ინვესტორმა გამოთქვა. მისი თქმით, კლუბის კერძო მფლობელობაში გადასვლა შესაძლოა უმჯობესი იყოს მისი განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ ხდომაზე საუბარი იყო გუნდის 100%-ით გასხვისებაზე.

აღნიშნული საკითხი კენჭისყრის შედეგად ბიუროს სხდომაზე გასატანად დამტკიცდა, თუმცა კომისიის წევრებმა გააჟღერეს, რომ კლუბის გასხვისებასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალიზაციაა საჭირო, კომისიის თავმჯდომარემ კი ბიუროს სხდომაზე კლუბის წარმომადგენელთა დასწრების აუცილებლობაზეც ისაუბრა.