რუსთავში ქალი გარდაიცვალა

2019-01-21 15:50:56

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა.

პაციენტი საავადმყოფოში გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღნიშნებოდა.

როგორც ,,ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, 82 წლის ქალს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.