ინფორმაციას ესპანეთის საელჩო ავრცელებს

2019-01-21 12:21:12

ესპანეთში მოგზაურობის მსურველებისთვის, დღიურად გათვალისწინებული დასახარჯი თანხა 50 ევროს ნაცვლად 90 ევრო იქნება და ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ.

"ესპანეთის მთვარობის რეგულაციის თანახმად, უცხოელთათვის ესპანეთში ჩასვლის პირობები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, რაც ასევე მოიცავს (ან ეხება )დღიური სახარჯავი თანხის რაოდენობის განსაზღვრას. ამჟამად, ეს რაოდენობა ითვალისწინებს დღიურად 90 ევროს საერთო ჯამში კი, მინიმუმი 810 ევროს.

ამიტომ, ესპანეთში წამსვლელ ქართველ ტურისტებს საზღვარზე შესაძლოა, მოსთხოვონ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილება", - ნათქვამია თურქეთში მდებარე ესპანეთის სამეფოს საელჩოში.

საქართველოში ესპანეთის საელჩო არ არსებობს, აქედან გამომდინარე, 2014 წლიდან საქართველოს გადაფარვა სწორე თურქეთში არსებული ესპანეთის საელჩოს მიერ ხორციელდება.