სასწავლო პროცესი განახლდა

2019-01-21 11:31:38

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა.

რუსთავის ყველა სკოლაში გათბობის სისტემა შეუფერხებლად მუშაობს და ამ მხრივ პრობლემა არ შეინიშნება.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის რესურსცენტრის უფროსმა თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, გაზის გამათბობელი ყველა საგანმანათლელო დაწესებულებასია ჩართული. ამ მხრივ შეფერხება აღინიშნებოდა მხოლოდ მე-6 სკოლაში, თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.