ყველაზე ძვირადღირებული სკვერი რუსთავში [photo]

2019-01-20 21:28:31

2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით რუსთავში დაგეგმილია რამდენიმე სკვერის კეთილმოწყობა.

ყველაზე მეტი თანხა, 1 184 664 ლარი კონკრეტული სკვერის რეაბილიტაციაში დაიხარჯება.

ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. "ჩიკაგოს" სკვერის კეთილმოწყობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

მოეწყობა გაზონები, გაკეთდება ერთი სპორტული და ორი საბავშვო გასართობი მოედანი. ასევე სკვერის შუაგულში იგეგმება მინი ამფითეატრის ფორმატის სივრცე, აშენდება ფანჩატური.

სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება ახალი სკამები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, დამონტაჟდება ლედ განათებები.

ტენდერი თებერვლის დასაწყისში დასრულდება, გაირკვევა გამარჯვებული კომპანია და მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 220 დღეში ქალაქს ახლადრეაბილიტირებული სკვერი უნდა ჰქონდეს.