co-თი ინტოქსიკაცია რუსთავში

2019-01-21 00:45:54

co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა რუსთავში.

შემთხვევა XVII მიკრო-რაიონში მოხდა, მეზობლების თქმით ბუნებრივი აირის ნამწვით მამა-შვილი მოიწალნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, 10 წლის გოგონა კი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.