რას აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში

2019-01-20 18:16:23

რუსთავის ყველა საბავშვო ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა - ამის შესახებ ინფო რუსთავის რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანაში განუცხადეს.

როგორც ეკა ხუციშვილმა განაცხადა, სპეციალური სითხით დამუშავდა, სააღმზრდელო ჯგუფები, სველი წერტილები სამზარეულო  და დერეფნები. თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსთავის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ყოველი კვირის ბოლოს ისედაც ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის საბავშვო ბაღებში 21 იანვრის ჩათვლით თავისუფალი დასწრება იყო გამოცხადებული. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 8 იანვარს დაიწყო.