დეცენტრალიზაციის საკითხების განხილვა

2019-01-20 18:11:54

ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან ერთად,  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წევრებთან შეხვედრა გამართა.

ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.

მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს 2019-25 წლებს განისაზღვრება სამ ძირითადი მიმართულებით. დღეს მოვისმინეთ მუნიციპალიტეტების კომენტარები აღნიშნულთან მიმართებაში. კომენტარებთან ერთად იყო ასევე მოსაზრებები. ვფიქრობ, რომ  ერთიანი ხედვა გვაქვს დეცენტრალიზაციის საკითხთან დაკავშირებით "- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.