პარკირება ტროტუარზე

2019-01-20 17:06:47

პარკირება კვლავაც რჩება რუსთავის საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ–ერთ პრობლემად.

შესაბამისი პარკირების სივრცეების არარსებობა ხშირად ფეხითმოსიარულეთათვისაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის და მანქანებით გადავსებულ ტროტუარებზე გავლა ფიზიკურად შეუძლებელია.

რუსთავში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადგილი, სადაც ტროტუარზე პარკირება ხდება.

სამართალდამცველებს ძირითადი კონცენტრირება შარტავას მესხიშვილისა და მეგობრობის გამზირზე აქვთ.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომლიც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტომანქას ტროტუარზე დააპარკინგებს, მის მიმართ საჯარიმო სანქციები განხორციელდება.

დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის მძღოლები, საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე პოლიციას აქვს უფლება რომ, თუ მითითებს შემდეგ ავტროსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს გამოიძახონ ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად მძღოლს გარდა 10 ლარისა მოუწევს საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც.