განადგურდა საოჯახო ინვენტარი

2019-01-20 15:12:10

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურდა სახლის ნაწილი და საოჯახო ინვენტარი. მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე შეძლეს.